სამუშაო თათბირი აჭარის განათლების სამინისტროში

06 აპრილი 2023, 17:32 900 ნახვა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრაზე სამინისტროს მიერ 2023 წელს დაგეგმილი პროგრამები განიხილეს. მაია ხაჯიშვილმა მთავრობის თავმჯდომარეს განათლების, კულტურული მემკვიდრეობის, ახალგაზრდობის, სპორტის მიმართულებით განსახორციელებელი პროგრამების შესახებ დეტალური გეგმა წარუდგინა.აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებით, პრიორიტეტად რჩება ახალგაზრდების მხარდაჭერა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება, განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში