ბიუროს სხდომა უმაღლეს საბჭოში

07 აპრილი 2023, 14:40 778 ნახვა

აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ ისაუბრეს დღეს ბიუროს სხდომაზე.

ასევე იმ ინიციატივაზე, რომელიც უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში ცვლილებას გულისხმობს და ითვალისწინებს უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის პარტიული სიების წარდგენისას გენდერული კვოტირების საკითხის ახლებურად დარეგულირებას, რაც ერთი მხრივ გამოწვეულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებასთან, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს პარლამენტის მიერ გენდერული კვოტირების საკითხის ახლებურად დარეგულირებასთან.

პლენარული სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 20 აპრილს ჩაინიშნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში