კელი დეგნანის და შალვა პაპუაშვილის შეხვედრა

07 აპრილი 2023, 15:04 683 ნახვა

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პარლამენტშია. ამერიკელი დიპლომატი პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება. ოფიციალურად ცნობილი არ არის, თუ რა არის შეხვედრის მთავარი თემა და შინაარსი, თუმცა სავარაუდოდ, საუბარი აშშ-ს მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებაა.  

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა მოსამართლეების დასანქცირების თაობაზე გადაწყვეტილების გამოცხადებამდე დაიგეგმა. შეხვედრის დასრულებისთანავე დაგეგმილია პრესკონფერენცია.

დღესვე კელი დეგნანი სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. წინასწარი დეტალები უცნობია. სალომე ზურაბიშვილს ამ დრომდე არ გაუჟღერებია პოზიცია მოსამართლეების სანქცირების საკითხზე. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში