უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის 58 შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

10 აპრილი 2023, 10:14 731 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის 58 შეტევა მოიგერიეს - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყველაზე ცხელი წერტილები ახლა არის ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებები.

“ბახმუტის მიმართულებით, მტერი არ წყვეტს ქალაქ ბახმუტზე სრული კონტროლის მოპოვენის მცდელობებს, ქალაქისთვის სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ამასთან, მტერმა წარუმატებლად შეუტია ბოგდანოვკას და ხრომოვოს დასახლებებს - უკრაინელებმა იქ 30-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს”, - აცხადებენ გენშტაბში.

გენშტაბის ინფორმაციით, დონეცკში ყველაზე სასტიკი ბრძოლები ქალაქებისთვის, ავდიივკასა და მარინკასთვის მიმდინარეობს.

უკრაინული მედიის ცნობით, ზაპოროჟიეს დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი ადამიანი კი დაშავდა. მათივე ცნობით, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს დასახლებული ზონის დასაბომბად „ეს 300“-ის სისტემის რაკეტები გამოიყენეს.

დაბომბვის შედეგად, 33 კერძო სახლი დაზიანდა, ერთი კი მთლიანად განადგურდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში