შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია? 

10 აპრილი 2023, 11:14 607 ნახვა

საპარლამენტო ოპოზიცია სავარაუდოდ დღეს მიმართავს პრეზიდენტს მიმდინარე კვირაში რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეთა სანქცირების შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო კომიიის შექმნის ინიციატივით გამოდის. საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 ხმა სჭირდება.

პარლამენტში ოპოზიციას კი 56 მანდატი აქვს. მათი შეფასებით, კომისიამ მუშაობა რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს და სწორედ ამიტომ საკითხის გატანას რიგგარეშე სხდომაზე ითხოვენ.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ ამ თემით ოპოზიცია სასამართლოს ინსტიტუტის დისკრედიტაციას ცდილობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში