რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფცია 

10 აპრილი 2023, 14:05 571 ნახვა

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის გეგმა და კონცეფციის პირველადი ვერსია უკვე ცნობილია,  ჯანდაცვის მინისტრთან მედიკოსების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სწორედ ამ საკითხზე იმსჯელეს.

აღინიშნა, რომ ევროპული ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით აუცილებელია სახელმწიფო, მულტიფუნქციური კლინიკის არსებობა ქალაქის ცენტრში. გეგმის თანახმად, 500 საწოლზე გათვლილი მაღალტექნოლოგიური, რესპუბლიკური საავადმყოფო  მრავალპროფილური იქნება და უნდა გახდეს ჰაბი რეგიონში. ისაუბრეს კლინიკის დემონტაჟის საკითხზეც. 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით,  კლინიკის რეაბილიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება მაშინ იქნება მიღებული, როდესაც ექსპერტიზის დასკვნებს მიიღებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში