შეფასებები მაუწყებელში განვითარებულ პროცესებზე

11 თებერვალი 2017, 00:00 2877 ნახვა

საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები შეშფოთებას იწვევს საპარლამენტო ოპოზიციაში. კანონმდებლები მოსალოდნელ მასობრივ გათავისუფლებებსა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრობენ. მმართველ გუნდში კი რეფორმის აუცილებლობას უსვამენ ხაზს. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებული ადამიანების უფლებები დაცული უნდა იყოს. გავრცელებულ ინფორმაცის, რომ მაუწყებლის მეორე არხმა შესაძლოა პარლამენტის სხდომების ტრანსლირება შეწყვიტოს, მმართველ გუნდში პასუხობენ. დეპუტატების განცხადებით, ამ მიმართულებით გარკვეული საკითხები დასარეგულირებელია.

ამავე კატეგორიაში