მთავრობის სხდომა

10 აპრილი 2023, 17:51 608 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 საკითხი განიხილეს.მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთ განსახილველ საკითხთა შორის იყო   ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა.აღნიშნული გეგმით განსახორციელებელი ღონისძიებები ორგანიზებული დანაშაულის, „ქურდული სამყაროსა“ და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემური გაძლიერების, ასევე კიბერდანაშაულის პრევენციისა და გამოძიების ეფექტიანობის ამაღლების წინაპირობაა.გეგმაში გათვალისწინებულია ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების მიზნით საქართველოს პარლამენტში ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული წინადადებები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში