სანქცირებული მოსამართლეები და მხარეთა პოზიციები

10 აპრილი 2023, 19:47 658 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოში ნებისმიერი ჩარევის დაშვება მიუღებელია და არ შეიძლება. როგორც ღარიბაშვილმა მოსამართლეებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეების ნდობა სასამართლოს მიმართ არის აბსოლუტურად გაზრდილი და ქართველი ხალხი სამართალს ქვეყანაში პოულობს. რაც შეეხება ოპოზიციას,  ოპოზიციის კრიტიკა მოსამართლეებმა არა მხოლოდ სასამართლო სისტემის, არამედ პრემიერთან ამ შეხვედრის გამოც დაიმსახურეს.როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ხელისუფლების  სამივე  შტო არაფორმალური  მმართველობის ქვეშაა და სასამართლოში კლანური  მმართველობაა. ოპოზიცია დასანქცირებული მოსამართლეების საქმეების გამოძიებას  და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას უკვე რამდენიმე დღეა ითხოვს.სანქცირებული მოსამართლეების საქმე- ვნახოთ რეპორტაჟი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში