სასამართლო გადაწყვეტილება შალვა ნათელაშვილის სასარგებლოდ

11 აპრილი 2023, 17:46 1068 ნახვა

წინა საარჩევნოდ სატელევიზიო რეკლამაში გამოყენებული მურმან ლებანიძის ლექსის გამო შალვა ნათელაშვილს 50 000 დოლარს ედავებოდნენ.სასამართლომ პოლიტიკოსი უდანაშაულოდ ცნო და მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი ჯარიმა არ დააკისრა.შალვა ნათელაშვილი ამ გადაწყვეტილებას ამერიკული მხარის მიერ მოსამართლეების სანქცირებას უკავშირებს და ამბობს, რომ სწორედ ამიტომ დადგა სამართლიანი განაჩენი. მოსარჩელე მხარე კი მოსამართლის გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ საავტორო უფლებების შესახებ კანონი პოლიტიკოს ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებისას ლიცენზიისგან არ ანთავისუფლებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში