აჭარის ფარმაცევტთა კავშირის კონფერენცია

12 აპრილი 2023, 11:15 1124 ნახვა

ბათუმში აჭარის ფარმაცევტთა კავშირის კონფერენცია გაიმართა. მასში რეგიონში მოქმედი ფარმაცევტული კომპანიებისა და აფთიაქების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ფარმაცევტების ამბობენ, რომ  კანონმდებლობით მოქმედი აფთიაქები ვალდებული არიან ელექტრონულად ჯანდაცვის სამინისტროს მიაწოდონ გაყიდული საქონლის სრული ნუსხა, რაც ვერ სრულდება ტექნიკური გაუმართაობის გამო.

ფიქრობენ, რომ საჭიროა შემუშავდეს სპეციალური პროგრამები, რათა დროულად მოხდეს აღრიცხვიანობა და ამის გამო აფთიაქები არ დაჯარიმდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში