აჭარის ეკონომიკის სამინისტროს პასუხი ნაციონალურ მოძრაობას

12 აპრილი 2023, 17:46 861 ნახვა

ნაციონალური მოძრაობა მთავრობას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს. ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ირწმუნება, რომ აუდიტის  2020-2021 წლების დასკვნის მიხედვით, მთავრობამ მასთან აფელირებულ კომპანიას 23 მლნ ლარი ისე ჩაურიცხა, რომ შესრულებული ტექნიკური სამუშაოების ზედამხედველობა არ განუხორციელებია.რეზო ხარაზის მტკიცებით,  3 მილიონი ლარი მისცეს რესპუბლიკურ საავადმყოფოს,10 მილიონი დოლარის ექვივალენტი ლარში კი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით საცურაო აუზის მშენებლობისთვის კომპანიას, რომელიც არ აშენებულა ბათუმში, თანხის ხარჯვის მოტივი კი მათი ინფორმაციით გაუგებარია. ნაციონალური მოძრაობის წევრი ლაშა ადამია ირწმუნება, რომ საკითხთან დაკავშირებით მასალები მოიძიეს, რასაც მისივე თქმით, დაეთანხმა სახელმწიფო აუდიტის სამსახური.  ბრალდებას უკვე უპასუხეს აჭარის ეკონომიკის სამინისტროში - მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: აღნიშნული პოლიტიკური პარტიის ზოგადი დღის წესრიგი და დესტრუქციული მიზნები საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილია და ამაზე უწყება არ გააკეთებს დამატებით შეფასებას. როგორც ყველაფერს, მათ შორის თვით სახელმწიფო აუდიტის დასკვნასაც კი სრულიად არასწორი ინტერპრეტაციით სთავაზობენ საზოგადოებას და ცდილობენ ხალხის შეცდომაში შეყვანას. საუბრობენ პროექტებზე,  რომლებმაც არაერთი საერთაშორისო აღიარება უკვე მოიპოვა, აჭარაში აქამდე განხორციელებულ პროექტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტებია და რომელთა მშენებლობა ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად განხორციელდა.  შენობები ექსპლუატაციაში უკვე შესულია, ნაწილი კი პროექტირების ეტაპზეა. აუდიტის სარეკომენდაციო დასკვნებს უწყება ყოველთვის ითვალისწინებს. -აცხადებენ აჭარის ეკონომიკის სამინისტროში.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში