მტკიცებულებების მოპოვების სადავო ნორმა

11 თებერვალი 2017, 00:00 2387 ნახვა

პირველმა კოლეგიამ საქართველოს მოქალაქის ტიტიკო ჩორგოლიანის სარჩელის არსებითად განხილვა დაასრულა. პროცესზე მხარეების დასკვნითი სიტყვები მოისმინეს და მოსამართლეები სათათბიროდ გავიდნენ. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმას, რომლის მიხედვითაც „დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული საგნის, ნივთის, ნივთიერების, აგრეთვე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის პირველადი გამოკვლევის უფლება აქვს ბრალდების მხარეს“.  მოსარჩელე მხარის განმარტებით, სამართლებრივი ნორმა არაკონსტიტუციურია და არღვევს   ბრალდებულის თვითინკრიმინაციისგან დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს.

ამავე კატეგორიაში