სიტყვიერი დაპირისპირება თაკო ჩარკვიანსა და დავით ნებიერიძეს შორის

13 აპრილი 2023, 11:50 996 ნახვა

დაპირისპირება იყო თაკო ჩარკვიანსა და  დავით ნებიერიძეს შორის  აჭარის მაუწყებლის  გადაცემა ,,თავისუფალ  სივრცეში“.

ჩარკვიანმა ნებიერიძეს გამომძალველი და თაღლითი უწოდა. თუმცა რას  გულისხმობდა  ,,კანონი და სამართლის“ ლიდერი,  თავდაპირველად დაკონკრეტებისგან  თავი შეიკავა, თუმცა მოგვიანებით კამათის დროს  თავად ნებიერიძემ ახსენა, ათასი ლარი,  რომელიც ორივე მხარემ დაადასტურეს, რომ განკუთვნილი იყო  ერთ-ერთ აქციაზე  მოქალაქეების ტრანსპორტირებისთვის.   

ენმ-ს წევრი დავით ნებიერიძე ცილისწამებად აფასებს ამ ბრალდებას და აპირებს თაკო ჩარკვიანს სასამართლოში უჩივლოს.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში