სტრასბურგში 18 აპრილს დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გადაიდო

13 აპრილი 2023, 17:30 813 ნახვა

სტრასბურგში 18 აპრილს დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი გადაიდო -  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 31 მარტს პარლამენტში წლიური მოხსენებისას განაცხადა, რომ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე მოწვევა ევროპარლამენტის პრეზიდენტისგან მიიღო.

„ახლახან მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით. ვიცი, ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ“,- აღნიშნა პრეზიდენტმა წლიური მოხსენებისას პარლამენტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში