46 წელი ღურტაში მომხდარი ტრაგედიიდან

12 თებერვალი 2017, 00:00 2902 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში, ღურტაში, მემორიალთან შეკრებილმა ადგილობრივებმა აქცია გამართეს და ჰესების მშენებლობა გააპროტესტეს. აქციაზე შეკრებილებმა გამგებელს უნდობლობა გამოუცხადეს  და განმარტეს,  რომ    გამგეობამ  ჰესების მშენებელ კომპანიასთან მოსახლეობის  ინტერესები არ დაიცვა. ამ მიზეზით, შეკრებილებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მემორიალთან არ მიუშვეს.  ფაქტთან დაკავშირებით ხულოს გამგეობაში კომენტარს არ აკეთებენ.  ღურტის მცხოვრებლები მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას მოითხოვენ. მოსახლეობა 46 წელია  ყოველ 11 თებერვალს მემორიალთან იკრიბება.  მათ   ზვავში მოყოლილი  22 თანასოფლელის ხსოვნას პატივი მიაგებეს და ტრაგედიის ღამე გაიხსენეს.

ამავე კატეგორიაში