მოლაპარაკებების რეჟიმი

12 თებერვალი 2017, 00:00 2385 ნახვა

ხვალ თხილვანას მოსახლეობის თხოვნით, სამთავრობო კომისია ადგილზე ავა და სტიქიის შედეგად დაზარალებულებს სხვადასხვა  პროგრამებში მონაწილეობას შესთავაზებს. საუბარია 25 000 ლარიან პროგრამაზე. ასევე ხულოს სოციალურ სახლზე და სახლის ალტერნატიულ ადგილზე გადატანაზე. ადგილობრივების თქმით, თუ კომისიას სხვა შეთავაზება არ ექნება არსებულზე დათანხმებას არ აპირებენ. თეიმურაზ ქამადაძის თქმით 25 000 ლარიან პროგრამაში მონაწილეობას მხოლოდ ის ოჯახები დათანხმდნენ, რომლებიც ადგილზე არ ცხოვრობენ. რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით, ოჯახებს, რომლებსაც ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი გააჩნიათ ან სახელმწიფოსგან ერთხელ უკვე მიღებული აქვთ დახმარება ფულადი სახით, ვერცერთ პროგრამაში ვერ ჩაერთვებიან.

ამავე კატეგორიაში