ქირურგიულ მომსახურებაზე საჭირო მასალების მოთხოვნები დამტკიცდა

14 აპრილი 2023, 11:05 811 ნახვა

ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების მინიმალური მოთხოვნები და მახასიათებლები დაამტკიცა ჯანდაცვის სამინისტრომ.

ცვლილების შედეგად საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,  სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების, სერტიფიკატის მქონე მასალები გამოიყენოს. სიახლე პირველი მაისიდან ჩატარებულ ქირურგიულ მომსახურებებზე გავრცელდება.

2025 წლიდან კი, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის, სავალდებულო იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში