BBC-ის საგამოძიებო ფილმი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე

14 აპრილი 2023, 12:00 891 ნახვა

საგამოძიებო სტატიის შემდეგ ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა  ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე თითქმის ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმი  გამოაქვეყნა, რომელიც დეტალურად აღწერს  თაღლითურ   სქემას.  მასში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული.  ფილმში ნახავთ  ერთ-ერთი სპეცოპერაციის კადრებსაც, რომელიც ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით თბილისში, ე.წ. პიქსელის შენობაში ჩატარდა.

„ბიბისის“ ჟურნალისტი ჰყვება, რომ ნახეს იმ ადამიანების სია, რომლებსაც თანხის გამოძალვის მიზნით უკავშირდებოდნენ,  მათ შორის იყო რამდენიმე ბრიტანელის გვარიც. მისივე თქმით, ნაპოვნია ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ მსხვერპლს სურს უძრავი ქონების შეძენა, თუმცა 10 000 ფუნტზე ნაკლები აქვს.

ფილმში ასევე მოყვანილია ერთ-ერთი საპოლიციო რეიდის კადრებიც, რომელსაც ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ და რომელიც  საქართველოს ფარგლებს მიღმა ჩატარდა.  „ბიბისის“ ასევე ინტერვიუები აქვს ჩაწერილი თაღლითური სქემის რამდენიმე მსხვერპლთან და ე.წ. ქოლცენტრებში დასაქმებულებთან, თუმცა  ისინი იდენტიფიცირებულნი არ არიან. 

„ბიბისის“ ცნობით, კიბერთაღლითების გლობალურმა ქსელმა ინვესტორები გაძარცვა. ზარალი მილიარდ დოლარს აღწევს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლების იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი, მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ.

„ბიბისის“ ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა „სოლო ქეფითალსი“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში