ლაბორატორიული დასკვნის მოლოდინი

12 თებერვალი 2017, 00:00 2567 ნახვა

ქობულეთის წყალი დამატებით კვლევას საჭიროებს, ფაქტის წინაშე სპეციალისტები ლაბორატორიული შემოწმების პროცესში აღმოჩნდნენ. კვლევის შედეგები სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი. წყალს 5 მაჩვენებელთან ერთად სიცოცხლისთვის საშიშ პათოგენურ მიკრორგანიზმებზე იკვლევენ. სპეციალისტების შეფასებით დღესდღეობით წყალი უსაფრთხოა. სასმელი წყლის გადამოწმების მიზეზი სპეციფიკური სუნი და გემო გახდა, რასაც თავიდან შპს “ქობულეთის წყლის” ხელმძღვანელობა რეზერვუარის კედლების ჩამორეცხვით ხსნიდა. მოგვიანებით კი წყლის სათავე ნაგებობის დირექტორმა განაცხადა, რომ სათავე -ნაგებობის გაწმენდის დროს წყალში ზედმეტი ქლორი ჩაუშვეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში