დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობაში

18 აპრილი 2023, 17:39 704 ნახვა

ნაციონალურ მოძრაობაში შიდა დაპირისპირება პიკს აღწევს.დაპირისპირების ერთ-ერთ მიზეზად ნიკა მელიას მხრიდან ოფისის გახსნაა. ბაჩო დოლიძე არც იმას გამორიცხავს, რომ ლევან ხაბეიშვილის ლეგიტიმაციის საკითხიც დადგეს.„ბევრი ათასი ხმით წააგეს და არ ვიცი, ბოღმა გულით როდემდე უნდა ატარონ - ვიღაცებს რომ ემოციები, განცდები და ტკივილები აქვთ, რომ არჩევნები წააგეს, ეგ მათი პრობლემაა, მე მათ ნაცვლად ყოველ დილა-საღამოს ვერ ვიტირებ,- ეს ლევან ხაბეიშვილის სიტყვებია, შექმნილ დაპირისპირებაზე საპასუხოდ. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” მიმდინარე კვირას დააანონსებს არჩევნებს 63-ვე მუნიციპალიტეტში. თემაზე ვამზადებთ რეპორტაჟს, რომელსაც მთავარ გამოშვებაში შემოგთავაზებთ.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში