შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია

18 აპრილი 2023, 19:32 655 ნახვა

სასამართლო სისტემაში სავარაუდო კორუფციის ნიშნების შესასწავლად, საგამოძიებო     კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგშია, თუმცა კენჭისყრაზე დღეს არ გავა. ეს გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ გაახმოვანა, რომელიც ასევე ფიქრობს, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხვა დღეებშიც უნდა შეიწუხონ თავი და სხდომაზე  გამოცხადდნენ. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც პარლამენტში ოპოზიციური პარტიის ყველა დეპუტატი მივიდა იმისთვის, რომ   მათსავე ინიციატივისთვის ამჯერად მაინც დაეჭირათ მხარი.  შეიქმნება თუ არა პირველი  საგამოძიებო კომისია  ამ მოწვევის  პარლამენტში  ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში