73 ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები აირჩევენ რაიონულ, საქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პოლიტსაბჭოს წევრებს - ლევან ხაბეიშვილი

19 აპრილი 2023, 13:11 782 ნახვა

პოლიტიკური საბჭოს 73 წევრის მანდატი მთლიანად გადავეცით „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს და არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია აბსოლუტურად ყველას, - ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით, 73 ოლქში ჩატარდება არჩევნები და „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები აირჩევენ რაიონულ, საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებსა და პოლიტიკური საბჭოს წევრებს.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფი 30 აპრილამდე შეიქმნება, რომელსაც დაევალება არჩევნებისთვის წესის შემუშავება და არჩევნების თარიღების გამოცხადება.

„უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში და სხვადასხვა ქალაქში 45 ახალი ოფისი გახსნა. შესაბამისად, ინფრასტრუქტურა მზად არის, რომ დაპირებული არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში. ვგულისხმობ ცხადია, ქალაქებს, რაიონებსა და დედაქალაქს. ანუ, საუბარია 73 საარჩევნო ე.წ ოლქზე, სადაც ყველგან ჩატარდება არჩევნები და შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იყოს ამა თუ იმ ქალაქში რაიონული, საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ასევე, ყველა რაიონს, ყველა ქალაქს, ყველა მუნიციპალიტეტს, ანუ 73-ვეს ეყოლება პოლიტიკურ საბჭოში წარმომადგენელი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში