აჭარის მთავრობის თავმჯდომარის და აშშ-ის ელჩის შეხვედრა

19 აპრილი 2023, 15:04 792 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. მთავრობის ინფორმაციით,  ორ ქვეყანას შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებზე ისაუბრეს მხარეებმა.

თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა ამერიკის ელჩის ვიზიტის მნიშვნელობას აჭარაში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან რეგიონებში, სადაც კელი დეგნანი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებულ პროექტებს მოინახულებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში