იემენში, რამადანთან დაკავშირებული, ჰუმანიტარული დახმარების განაწილებისას 78 ადამიანი დაიღუპა - უცხოური მედია

20 აპრილი 2023, 10:16 928 ნახვა

78 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა იემენის დედაქალაქში, ერთ-ერთი სკოლის შენობაში, ჰუმანიტარული დახმარების განაწილებისას, რომელიც რამადანის დასრულებასთან დაკავშირებით ადგილობრივებს ურიგდებათ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

„ბიბისის“ ცნობით, დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. დაშავებულთაგან 13-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა ქველმოქმედების გამცემ პირებს დააკისრა, რომელთაც ვერ შეძლეს ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებულად დარიგება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში