ენმ პრემიერს კორუფციაში ადანაშაულებს

20 აპრილი 2023, 11:10 879 ნახვა

‘’ნაციონალური მოძრაობა’’ საქართველოს პრემიერ -მინისტრს კორუფციაში ადანაშაულებს. 

ოპოზიცია  განახლებული რეგიონების  და ახლა დაანონსებული  კურორტების განვითარების პროექტებს აკრიტიკებს. განცხადება გმირთა ხეივანში ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ლევან ანთაძემ და რეზო ხარაზმა გააკეთეს.

მათი განცხადებით, გმირთა ხეივანის  რეაბილიტაცია გასული წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო თუმცა სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და მუნიციპალური განვითარების ფონდთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ბიუჯეტიდან უკვე  გადახდილია 14 მილიონი ლარი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში