სოფლის მეურნეობის მინისტრის მოსმენა პარლამენტში

20 აპრილი 2023, 10:45 744 ნახვა

პარლამენტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ელოდებიან. ოთარ შამუგია კანონმდებლების წინაშე "მინისტრის საათის" ფორმატით წარსდგება.

დეპუტატებისთვის უწყების საქმიანობის შესახებ ანგარიშის ჩაბარების შემდეგ, მინისტრი დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.

კანონმდებლები ყურადღების გამახვილებას მაღალმთიანი რეგიონების პრობლემებსა და გამოწვევებზე აპირებენ; კითხვები შეეხება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დეფიციტსა და საგაზაფხულო სამუშაოებს; მმართველი გუნდი კი პოზიტიურად აფასებს მინისტრის ერთწლიან მუშაობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში