სოფლის მეურნეობის მინისტრის მოსმენა პარლამენტში

20 აპრილი 2023, 15:00 757 ნახვა

პარლამენტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი  კანონმდებლების წინაშე ,, მინისტრის საათის’’ ფორმატში უკვე  წარსდგა. ახლა  ოთარ შამუგია დეპუტატების კითხვებს  პასუხობს.  

,,მინისტრის საათის’’ ფორმატში გამოსვლის დიდი ნაწილი მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესრულებასა და განხორციელებას  დაეთმო. მინისტრის ანგარიშიდან გაირკვა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, სამინისტროს ასიგნებები 150%-ით გაიზარდა.

ოთარ შამუგიამ ყურადღება გაამახვილა ექსპორტის მაჩვენებელზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობით, კერძო სექტორის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარების შედეგია ბოლო 10 წელიწადში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის თითქმის 147%-იანი ზრდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით,  სამინისტროში მიმდინარეობს  რიგი ინსტიტუციური ცვლილება, რომელიც საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ევროპული მართვის სისტემის სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად. მისივე განმარტებით,  აღნიშნული რეფორმა მეწარმეებისა და  ფერმერებისთვის მხარდაჭერის მექანიზმს გააუმჯობესებს.  საუბარი შეეხო ასევე, გარემოს დაცვის საკითხებსა და სატყეო სექტორს.

ამ მიმართულებით აღინიშნა, რომ მომავალი წლიდან განსაკუთრებით მოძველებული ტრანსპორტის იმპორტის შეიზღუდება. აქვე ოთარ შამუგიამ ის მთავარი გამოწვევები დაასახელა, რომლებიც  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში რჩება: თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა და კვალიფიციური კადრები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში