სოფლის მეურნეობის მინისტრის მოსმენა პარლამენტში

20 აპრილი 2023, 17:58 1117 ნახვა

პარლამენტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, კანონმდებლების წინაშე ,, მინისტრის საათის’’ ფორმატში წარდგენის შემდეგ , დეპუტატების დასმულ შეკითხვებს პასუხობს. სალომე სამადაშვილი დაინტერესდა  სამინისტროს აქვს თუ  არა მომზადებული რაიმე დასკვნა, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, რა შედეგს გამოიღებდა რიკოთის გზის მშენებლობა? ასევე, ,, სტრატეგია აღმაშენებლის’’ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოთარ შამუგიას ჰკითხა, არის თუ არა ნამყოფი ჭიათურაში და იცნობს თუ არა იქ არსებულ კატასტროფულ ვითარებას? ,,მინისტრის საათის’’ ფორმატში გამოსვლის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიმდინარე და დაგეგმილი  პროექტების შესრულებასა და განხორციელებას  დაუთმო.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში