ელენე ხოშტარიას ბრიფინგი

21 აპრილი 2023, 11:20 835 ნახვა

დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ნიკა გვარამიას პატიმრობაში ყოფნის გამო პასუხისმგებლობას პრეზიდენტს აკისრებს. მისივე თქმით, პრეზიდენტი, რომელიც დილემის წინაშეა, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ნიკა გვარამიას გაათავისუფლოს პატიმრობისგან.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ის მიმართვა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა გაუგზავნეს, მკაფიოდ ასახავს იმ რისკებს, რომლებიც ხოშტარიას თქმით ,ევროპულ კურსს ექმნება.

ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ  ახლა კონსოლიდაციისა და მოქმედების დროა, ის აცხადებს, რომ მზადაა ჩაერთოს ყველა  იმ კონსულტაციასა და შეხვედრაში, რომელიც ნიკა გვარამიას გათავისუფლებისა და ევროპული კურსისკენ იქნება მიმართული.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში