საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

21 აპრილი 2023, 11:14 816 ნახვა

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტ   მოუწოდებენ, ნიკა გვარამია სასწრაფოდ გაათავისუფლოს. 

წერილში აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზეც, მაგალითად აშშ-ის საელჩოსგან, ევროპარლამენტისგან, საქართველოს სახალხო დამცველისგან. 

განცხადების თანახმად, გვარამიას გათავისუფლება საქართველოს ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება და პრეზიდენტმა თავად აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის არჩევანია ევროპული ინტეგრაციის მიღწევა. 

მიმართვას ხელს აწერენ: ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი; მე-19 მუხლი; ევროპელი ჟურნალისტების ასოციაცია ; პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი, ჟურნალისტების ევროპული ფედერაცია, ჰიუმან რაითს ვოჩი , ჟურნალისტური სამართლიანობის ფონდი, რეპორტიორები უსაზღვრებოდ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში