საკრებულოს სხდომა ხელვაჩაურში

21 აპრილი 2023, 14:20 874 ნახვა

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა  დღეს ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა, სადაც 6  საკითხი განიხილეს. დაამტკიცეს ‘’სოფლის მხარდაჭერის’’ პროგრამით წელს განსახორციელებელი პროექტები,    პროგრამასთან  დაკავშირებით ოპოზიციას შენიშვნები  ჰქონდა.

‘’ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები აცხადებენ, რომ პრიორიტეტები  მოსახლეობის  ფართო  ჩართულობის  გარეშე  შეირჩა და პროგრამა ძირითადად ''ქართული ოცნების'' პარტიულ აქტივს მოარგეს. 

მმართველი გუნდი კი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. 

წელს ხელვაჩაურში სოფლის  მხარდაჭერის  პროგრამისთვის 968  ათასი ლარია  გათვალისწინებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში