კანადა უკრაინას 29 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

21 აპრილი 2023, 15:50 946 ნახვა

კანადა უკრაინას 29 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ, კანადის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა „რამშტაინის ფორმატში“ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 40 სნაიპერულ შაშხანას და 16 რადიოსადგურს.

„დღეს, კანადის მიერ გამოცხადებული მხარდაჭერა დაეხმარება უკრაინას უზრუნველყოს ყველაფერი, რაც მას სჭირდება მისი სუვერენიტეტის,დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“,- აღნიშნა ანანდმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში