საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი

22 აპრილი 2023, 14:58 852 ნახვა

მოსამართლეების საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ისევ ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური თემაა.

უნდა გადაინაცვლოს თუ არა პროცესებმა საკანონმდებლო ორგანოს პარალელურად ქუჩაში - ოპოზიცია ერთიან პოზიციაზე ვერ თანხმდება. ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნა სხვადასხვა ფლანგზე აუცილებელია, ნაწილს კი პარლამენტში საქმის კეთება ურჩევნია.

''ქართულ ოცნებაში'' საგამოძიებო კომისიის შექმნას  ისევ მოსამართლეების სოლიდარობის მოტივით ეწინააღმდეგებიან და პოზიციის შეცვლას არ აპირებენ.

უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციას დესტაბილიზაციის მცდელობა აქვს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში