ავარიული შიდა სასოფლო გზა

18 მაისი 2016, 00:00 4425 ნახვა

სოფელ წყაროთაში მჟავანაძეების უბანში, გზის მონაკვეთი ავარიულ მდგომარეობაშია. ადგილობრივების თქმით, ტერიტორიაზე წვიმის დროს მეწყრული პროცესები აქტიურდება, რის გამოც გადაადგილება ქვეითად მოსიარულეებსაც უჭირს. მათი თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად აღნიშნულ ობიექტზე ფერდსამაგრი სამუშაოებია ჩასატარებელი. გზის მონაკვეთი შუახევის გამგეობის ბალანსზეა. გამგებლის მოადგილის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა შემოვლითი გზით სარგებლობს და უგზოობის პრობლემა ამ ეტაპზე არ არის. მისივე ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლებთან მეწყრული პროცესების შესაჩერებლად ფერდსამაგრი სამუშაოები წელს დაიწყება.

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში