ნებისმიერი უკანონო საქმიანობა უნდა იყოს გამოძიებული და ვინც ამ უკანონო ქმედებაზეა პასუხისმგებელი, მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს - პაველ ჰერჩინსკი კეზერაშვილის საქმეზე

24 აპრილი 2023, 10:18 757 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ნებისმიერი უკანონო საქმიანობა უნდა იყოს გამოძიებული და მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს ის, ვინც უკანონო ქმედებაზეა პასუხისმგებელია. აღნიშნულის შესახებ ჰერჩინსკიმ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"რა თქმა უნდა, თუ არის ნებისმიერი უკანონო საქმიანობა, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოს მოქალაქეებზე და ასევე, სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე, უნდა იყოს გამოძიებული და ვინც ამ უკანონო ქმედებებზეა პასუხისმგებელი, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირის ელჩმა ნიკა გვარამიას საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტზეა დამოკიდებული, შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას, მისი კონსტიტუციური უფლებაა, შეიწყალოს ნებისმიერი ადამიანი, რომლის შეწყალებაც სურს.

"ასე რომ, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. როგორც იცით, 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი ეხება მედიის თავისუფლებას, პროფესიონალიზმს, დამოუკიდებლობას. გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი პრინციპი, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება. ასე რომ, ჩვენ ყურადღებით ვუყურებთ ამ და სხვა საქმეებს. ჯერ კიდევ არის დრო, ვიდრე ევროკომისია გამოაქვეყნებს შეფასებას. ეს მოხსენება ოქტომბერში გამოქვეყნდება და უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ შემდეგ ნაბიჯებს, რომელიც ეხება საქართველოს ინტეგრაციის პროცესს მიმდინარე წლის დეკემბერში“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში