ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის ნაწილი ითხოვს

24 აპრილი 2023, 12:10 936 ნახვა

ახალი სკანდალი ''ნაციონალურ მოძრაობაში''. საქმე ეხება ბათუმის საკრებულოდან პარტიის კვოტით ლაშა კილაბერიას წასვლას და მის ადგილას სიის მომდევნო წევრის ჩანაცვლებას.

როგორც იცით, ''ნაციონალური მოძრაობა'' ორ ფლანგადაა დაყოფილი, სწორედ ნიკა მელიას ფლანგიდანაა ის ოთხეული, ვისზეც უარი თქვა ლევან ხაბეიშვილმა, როგორც თავად, ამ ფლანგის წევრები აცხადებენ გამოტოვეს მე-13, მე-14, მე-15 და 21-ე ნომრები და განმარტავენ, რომ ახლა საკრებულოს დეპუტატი გახდება ის, ვინც ლევან ხაბეიშვილს სურს.

სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა იმ სკანდალური განცხადების საფუძველი, რომელიც ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ ითქვა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში