საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი

24 აპრილი 2023, 14:10 794 ნახვა

სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარის თქმას ოპოზიცია არ აპირებს. მათი განმარტებით, ყოველ დღე ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოში მაქსიმალური მობილიზაცია ექნება.

პოზიციას არ ცვლის უმრავლესობაც და მსგავსი კომისიის შექმნას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში ჩარევად მიიჩნევს.

სამჯერ ჩაშლილი პროცედურის შემდეგ რეგლამენტის მიხედვით, საკითხის კენჭისყრაზე დაყენების მცდელობა მომავალ სასესიო კვირას ისევ იქნება.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში