ერისთავის ქუჩის რეაბილიტაცია

18 მაისი 2016, 00:00 5455 ნახვა

ბაგრატიონის ქუჩის გავლით ქალაქის შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება. ამ ეტაპზე კეთილმოწყობითი სამუშაოები ერისთავის ქუჩაზე მიმდინარეობს. შავშეთის ქუჩიდან გოგოლამდე გზა მოასფალტდება, მოეწყობა ბორდიურები და გამყოფი ზოლი. აქ უკვე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და დამონტაჟდა გარე განათება. ერისთავის ქუჩის კეთილმოწყობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. სამუშაოები მერიას 5 მილიონი ლარი უჯდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში