გერმანიის ელჩის და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შეხვედრა

25 აპრილი 2023, 15:02 867 ნახვა

თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები გერმანიასა და საქართველოს შორის - ამ საკითხზე ისაუბრეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და გერმანიის ელჩმა დახურული ფორმატის შეხვედრაზე.

რეგიონის პირველმა პირმა დელეგატს აჭარის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი გააცნო. აღინიშნა, რომ მაქსიმუმი კეთდება აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო პლატფორმებზე, მათ შორის გერმანიაში აჭარის პოზიციონირებისთვის.

ასევე, აღინიშნა საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის სტატუსი და მნიშვნელობა ბერლინის უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და თორმეტპუნქტიანი გეგმის შესრულების დადებით დინამიკას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში