იძულებით გადაადგილებულ პირთა შემწეობა

13 თებერვალი 2017, 00:00 2960 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის წევრი გია აბულაძე ეჭვობს, რომ დევნილებს შესაძლოა შემწეობა გაუუქმდეს. თავად დევნილები აცხადებენ, რომ შემწეობის გაუქმების შემთხვევაში შესაძლოა საფრთხე მათ სტატუსსაც შეექმნას. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დევნილთა დასახლებაში 600-მდე ხელომოწერა შეაგროვეს, რითაც  პრემიერ-მინისტრს მიმართავენ, რომ ძალაში არ შევიდეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც დევნილებს  45 ლარიანი შემწეობა მოეხსნებათ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პრესსამსახურში, განმარტეს, რომ უწყება გეგმავს რეფორმას, თუმცა ამ დროისთვის რაიმე კონკრეტული გეგმა არ არსებობს. უწყებაში ასევე გვითხრეს, რომ დაგეგმილი ნებისმიერი რეფორმა დევნილების ინტერესების დაცვის მიზნით  გატარდება.

ამავე კატეგორიაში