პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში

26 აპრილი 2023, 11:10 894 ნახვა

ბრიუსელში პრემიერის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები დასრულებულია. ნატო საქართველოსგან შიდა რეფორმებზე მუშაობის გაძლიერებას  ელოდება - ასეთია იენს სტოლტენბერგის მთავარი გზავნილი.

ნატოს გენერალურ მდივანს ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ შეხვდა. სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ყურადღება გაამახვილა ნატო - საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობაზე. ბრიუსელში კიდევ ერთი შეხვედრა შარლ მიშელთან გაიმართა.

შეხვედრის მთავარი საკითხი ევროკავშირის კანდიდატი სტატუსისათვის საჭირო 12 რეკომენდაციის   შესრულების პროცესი იყო.  სწორედ ევროპულმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს წლის ბოლოს საქართველოს სტატუსის საკითხი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში