საინფორმაციო შეხვედრა ხულოში ქვეყნის ევროკავშირში მისწრაფების საკითხზე

26 აპრილი 2023, 20:03 812 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა  და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხულოში საჯარო მოხელეებისთვის  საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა თემაზე ''ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები“.

აღნიშნული შეხვედრების მიზანია დასავლური ღირებულებების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის, არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ საზოგადოების ინფორმირება რეგიონებში და ასევე მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა ინტეგრაციულ  პროცესებში. 

მსგავსი ტიპის შეხვედრებს უწყება სხვა მიზნობრივ აუდიტორიებთანაც გეგმავს, კონკრეტულად ახალგაზრდებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებისთვის.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში