ქობულეთის საკრებულოს სხდომა

28 აპრილი 2023, 14:25 1066 ნახვა

საკრებულოს სხდომა გაიმართა ქობულეთშიც. საკრებულოს წევრებმა 16 საკითხი განიხილეს. ერთ-ერთი აბაშიძის ქუჩაზე, ე.წ.-ლი  კარიერის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას შეეხებოდა, რომელსაც  განაშენიანების  გეგმის კონცეფციის მიხედვით, შპს "ბობოყვათი" ახორციელებს.

ასევე სხდომის დაწყებამდე, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან პოლემიკა მოჰყვა, მუნიციპალური ავტოპარკის მოუწესრიგებლობის საკითხს და ფიჭვნარის ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის დაუსრულებელ პროექტს.  ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ამ პრობლემების პარალელურად მერია 5 ახალ  ავტომობილს ყიდულობს.

ქობულეთის მერის მოადგილემ, ენმ ოპოზიციონერ წევრებს უპასუხა და აღნიშნა,  რომ წელს 5  მუნიციპალურ ავტობუსს შეიძენენ. სამომავლოდ კი იგეგმება ავტოპარკის განახლება.

რაც შეეხება საკანალიზაციო სისტემის პროექტს, მერის მოადგილე ამბობს, რომ სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია. დავით ვერულიძემ ოპოზიციის დეპუტატებს მოუწოდა, რომ საკითხებს დეტალურად გაეცნონ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში