ბათუმის საკრებულოს სხდომა

28 აპრილი 2023, 20:14 957 ნახვა

დღეს, ბათუმის საკრებულოს სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობდა. 17 საკითხს საკრებულოს წევრები ''ნაციონალური მოძრაობის'' გარეშე განიხილავდნენ, რადგან მათ პროტესტის ნიშნად სხდომა პოლიტიკური განცხადებების შემდეგ დატოვეს. 

საკრებულოს სხდომის დასაწყისში ''ნაციონალურმა მოძრაობამ'' ''ბათუმობის'' სარეკლამო პოსტერი გამოფინა და ირწმუნებიან, რომ მმართველმა გუნდმა ბანერზე მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს განხორციელებული პროექტები დაიტანა.

სხდომათა დარბაზში ამ განცხადებას მმართველი გუნდის მხრიდან რეპლიკები მოჰყვა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში