პრემიერის ვიზიტი საბერძნეთში

18 მაისი 2016, 00:00 4022 ნახვა

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საბერძნეთში. გიორგი კვირიკაშვილი თესალონიკში საერთაშორისო ენერგეტიკის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ასევე საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და საინვესტიციო პოტენციალის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებს შესაძლებლობებს. კიდევ ერთი ოფიციალური შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილმა ბერძენ კოლეგასთან გამართა. ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრაზე ხაზი გაესვა საბერძნეთსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ კავშირებს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. 

ამავე კატეგორიაში