აქცია რესპუბლიკის მოედანზე - პოლიტიკური შეფასებები

01 მაისი 2023, 15:00 754 ნახვა

გუშინ რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებისგან  კი ისმოდა, რომ წინ დიდი ევროპული ოჯახისკენ ღირსეული ნაბიჯებით და ქართული ეროვნული იდენტობით, რესპუბლიკის მოედანზე აქცია სახელწოდებით „მოვდივარ“ დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა.

სცენიდან გაჟღერდა გზავნილებიც და მოუწოდეს ხელისუფლებას "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდს შესაბამისი პოლიტიკური შეფასება მიეცეს და ლგბტ პროპაგანდა აიკრძალოს,  მათ უნდობლობა გამოუცხადეს სალომე ზურაბიშვილსაც.   

ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან,  რომ აქციის ორგანიზატორები პირდაპირ კავშირში არიან ქართულ ოცნებასთან და  გზავნილებიც, ფარულად სწორედ მმართველი გუნდის პოზიციას გამოხატავს. 

აქციის ლეგიტიმაციის საკითხზე არ საუბრობენ მმართველ გუნდში,  თუმცა ხაზი გაუსვეს მშვიდობის მნიშვნელობას.   

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში