საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი

01 მაისი 2023, 14:20 694 ნახვა

სასამართლოსთან და ეგრედწოდებულ ქოლცენტრებთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიების შექმნის იდეის გარშემო ოპოზიცია ერთიანია.  ახლა მათი მთავარი მიზანი და ამოცანა მიმდინარე კვირის სხდომებზე მაღალი დასწრებაა, რათა მმართველ გუნდს საკანონმდებლო ბერკეტების გამოყენებისა და საგამოძიებო კომისიის  ჩაგდების შესაძლებლობა არ მისცენ.   

კომისიების შექმნის საკითხთან დაკავშირებით კვლავ სკეპტიკურადაა განწყობილი პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც  არ აკონკრეტებს გაიმართება თუ არა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების კენჭისყრა მიმდინარე კვირაში.   

მმართველი გუნდი პარტნიორებისგან კვლავ მტკიცებულებების გასაჯაროვებას ელოდება, თუ რა გახდა ქართველი მოსამართლეების დასანქცირების მიზეზი.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში