ევროკავშირის ელჩის განცხადება

01 მაისი 2023, 15:01 671 ნახვა

საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა იყოს ევროკავშირის ნაწილი, ჩვენ  გვინდა გაფართოება, გვინდა მივცეთ სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს შესაძლებლობა ამ ოჯახს შემოუერთდნენ, - ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

დიპლომატმა ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებას და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო  მიაღწევს წარმატებულ რეფორმებს, რაც შესაძლებლობას გააჩენს მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი წლის ბოლოს. 

ელჩმა კომენტარი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზეც გააკეთა და თქვა, რომ  არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ საქართველოს ტერიტორია და კომპანიები არის გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში