მამუკა მდინარაძის ბრიფინგი

01 მაისი 2023, 20:10 966 ნახვა

29 აპრილის არჩევნებზე წარმოუდგენლად კარგი შედეგი დაიდო ჩვენთვის და მგონი, ქვეყნისთვისაც, როდესაც საუბრობდნენ იმაზე, რომ თურმე „ქართულ ოცნებას“ 19 პროცენტი ჰქონია. ეს ფეიკი შემოგვთავაზა საკმაოდ სერიოზულმა ორგანიზაციამ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკონკურენტო არჩევნები იყო, საკმაოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა.

„როდესაც საუბრობდნენ, თითქოს „ქართულ ოცნებას“ 19 პროცენტი ჰქონია, ეს ფეიკი ხომ შემოგვთავაზა საკმაოდ სერიოზულმა ორგანიზაციამ. ამ დროს ყველაზე მაღალი აქტივობით რომ ჩატარებულიყო არჩევნები, „ქართული ოცნებას“ სულ მცირე, 60 პროცენტს იღებდა. არ ყოფილა არც ერთი საარჩევნო ოლქი თუ უბანი, სადაც მაღალი ზრდა არ იყო ჩვენი შედეგების. მიდის ამომრჩეველი არჩევნებზე, სადაც „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს კონკურენტი. მოტივაცია ხომ დაბალია მისვლის, ამ მიმართულებით, ამომრჩევლების რაოდენობა ზოგან 20 და მეტი პროცენტითაც კი გაიზარდა. ეს არის ყველაფერზე პასუხი იმ ფეიკზე, რომელიც „აიარაიმ“ შემოგვთავაზა. 2021 წლის არჩევნებზე რამდენი ხმაც მიიღო თითოეულ ოლქსა თუ უბანში „ქართულმა ოცნებამ“, დრამატულად გააუმჯობესა ყველა შემთხვევაში. უფრო მეტი მხარდამჭერი მივიდა საარჩევნო უბნებთან უკონკურენტო არჩევნებში“, – განაცხადა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში